Saturday, March 5, 2016

პროექტის მეცხრე დღე

შევაჯამეთ ტრენინგის ფარგლებში ჩვენ მიერ გაწეული სამუშაო, წარმოვადგინეთ ჩვენი პორტფოლიოები, შევაფასეთ, ვისაუბრეთ ჩვენი ნამუშევრების დადებით და უარყოფით მხარეებზე. აღმოჩნდა, რომ, ტრენერის თანადგომით, გულისხმიერებითა და სწავლებით, საკმაოდ საჭირო უნარ-ჩვევები, ტექნოლოგიების გამოყენების შესაბამისი ცოდნა მიგვიღია. ეს ყველაფერი, უდავოდ, გამოგვადგება პროექტებით სწავლების პროცესში.დიდი მადლობა ჩვენს მწვრთნელს, ქალბატონ ხათუნა რუსიეშვილს! 

სასწავლო პროექტის პორტფოლიო

Sunday, February 28, 2016

ტრენინგის მერვე დღე

განვიხილეთ, როგორ შევქმნათ სასწავლო გარემო პროექტით სწავლებისას; ვიმსჯელეთ,როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები სწავლების პრაქტიკის გასაუმჯობესებლად, შედეგების უკეთ მისაღწევად; დავგეგმეთ, როგორ შევუწყოთ ხელი მოსწავლეებს ტექნოლოგიების გამოყენებაში. ზოგადად, განვიხილეთ, როგორ გავუწიოთ ფასილიტაცია კლასს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების პროცესში. ასევე, როგორ გამოვაქვეყნოთ ჩვენი პროექტები ბლოგზე.დღე იყო საინტერესო, შრომატევადი.

Saturday, February 27, 2016

პროექტის მეშვიდე დღე

დღე გამოდგა უაღრესად საინტერესო. განვიხილეთ მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინების ხერხები და მეთოდები. დავიწყეთ მზადება ფასილიტაციისათვის. მადლობა ჩვენს მწვრთნელს, ქალბატონ ხათუნას.

Sunday, February 21, 2016

ტრენინგის მეექვსე დღე

       შევქმენით მოსწავლეთა ნაშრომების სავარაუდო ნიმუშები: პრეზენტაცია, გაზეთი. ერთმანეთს გავუზიარეთ ჩვენ-ჩვენი ვერსიები. განვიხილეთ შეფასების  პროცესში მოსწავლეთა ჩართვის შესაძლებლობები. განვიხილეთ შეფასების გეგმების დახვეწის გზები და საშუალებები. გავაკეთეთ რეფლექსია. დღე გამოვიდა საინტერესო. კიდევ და კიდევ მადლობას ვუხდი ჩვენს მწვრთნელს, ქალბატონ ხათუნას!

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი _ გაზეთი

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი _ პრეზენტაცია


გურამ დოჩანაშვილი


 

Saturday, February 20, 2016

ტრენინიგის მეხუთე დღე

გავეცანით ინტერაქტიულ ინტერნეტრესურსებს; განვიხილეთ სასარგებლო ვებსაიტების ეფექტურად მოძიებისა და მათი შეფასების მეთოდები, ინტერნეტის გამოყენების შესაძლებლობები ჩვენი თემის ფარგლებში. დავასრულეთ მუშაობა პორტფოლიოს პრეზენტაციაზე.
დღე იყო შრომატევადი, საინტერესო. მადლობა ჩვენს შესანიშნავ მწვრთნელს, ქალბატონ ხათუნას!

სასწავლო პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია


Sunday, February 14, 2016

ტრენინგის მეოთხე დღე

განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა ფორმა; მოვიფიქრეთ, როგორ გამოვიყენოთ ეს მეთოდები ჩვენს პროექტში. განვსაზღვრეთ შეფასების პერიოდულობა. დავფიქრდით შეფასების შესაბამისი სტრატეგიების გამოყენების გზებზე, შეფასების განსხვავებული მიზნებიდან გამომდინარე. რესურსების ჩანართის ჯგუფში წავიკითხეთ პროექტზე დაფუძნებული სწავლის შეფასება. წავიკითხეთ და გავიაზრეთ როგორც განმავითარებელი, ისე განმსაზღვრელი შეფასების ფორმები კონკრეტული 5 მიზნით.
დღე იყო დატვირთული, შრომატევადი, საინტერესო.

Saturday, February 13, 2016

ტრენინგის მესამე დღე

გამოვავლინეთ სტანდარტით განსაზღვრული შედეგები, რომელთა მიღწევაც მსურს პროექტის ფარგლებში. გამოვყავით მნიშვნელოვანი ცნებები, გამოვკვეთეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.
დღე ძალიან შრომატევადი და საინტერესო გამოდგა.

Sunday, February 7, 2016

ტრენინგის მეორე დღე

განვიხილეთ პუბლიკაციის მომზადება პროექტებით სწავლების თემაზე, აგრეთვე, როგორ უნდა დავგეგმოთ პუბლიკაცია.
განვიხილეთ პროექტის დიზაინის საკითხები. დავიწყეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა. გავეცანით პორტფოლიოს სქემას. დღე ძალიან საინტერესო და დატვირთული გამოვიდა.

Saturday, February 6, 2016

ტრენინგის პირველი დღე

გავეცანით ინტელის ძირითადი კურსის მიზნებსა და მოსალოდნელ შედეგებს; დავათვალიერეთ წარმატებული პროექტები მასწავლებელთა ბლოგებზე; შევადგინეთ მუშაობის გრაფიკი; დავგეგმეთ ხვალინდელი დღე.