შევაჯამეთ ტრენინგის ფარგლებში ჩვენ მიერ გაწეული სამუშაო, წარმოვადგინეთ ჩვენი პორტფოლიოები, შევაფასეთ, ვისაუბრეთ ჩვენი ნამუშევრების დადებით და უარყოფით მხარეებზე. აღმოჩნდა, რომ, ტრენერის თანადგომით, გულისხმიერებითა და სწავლებით, საკმაოდ საჭირო უნარ-ჩვევები, ტექნოლოგიების გამოყენების შესაბამისი ცოდნა მიგვიღია. ეს ყველაფერი, უდავოდ, გამოგვადგება პროექტებით სწავლების პროცესში.დიდი მადლობა ჩვენს მწვრთნელს, ქალბატონ ხათუნა რუსიეშვილს!
ინტელის ძირითადი სასწავლო კურსი _ პროექტებით სწავლება
Saturday, March 5, 2016
Sunday, February 28, 2016
ტრენინგის მერვე დღე
განვიხილეთ, როგორ შევქმნათ სასწავლო გარემო პროექტით სწავლებისას; ვიმსჯელეთ,როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები სწავლების პრაქტიკის გასაუმჯობესებლად, შედეგების უკეთ მისაღწევად; დავგეგმეთ, როგორ შევუწყოთ ხელი მოსწავლეებს ტექნოლოგიების გამოყენებაში. ზოგადად, განვიხილეთ, როგორ გავუწიოთ ფასილიტაცია კლასს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების პროცესში. ასევე, როგორ გამოვაქვეყნოთ ჩვენი პროექტები ბლოგზე.დღე იყო საინტერესო, შრომატევადი.
Saturday, February 27, 2016
პროექტის მეშვიდე დღე
დღე გამოდგა უაღრესად საინტერესო. განვიხილეთ მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინების ხერხები და მეთოდები. დავიწყეთ მზადება ფასილიტაციისათვის. მადლობა ჩვენს მწვრთნელს, ქალბატონ ხათუნას.
Sunday, February 21, 2016
ტრენინგის მეექვსე დღე
შევქმენით მოსწავლეთა ნაშრომების სავარაუდო ნიმუშები: პრეზენტაცია, გაზეთი. ერთმანეთს გავუზიარეთ ჩვენ-ჩვენი ვერსიები. განვიხილეთ შეფასების პროცესში მოსწავლეთა ჩართვის შესაძლებლობები. განვიხილეთ შეფასების გეგმების დახვეწის გზები და საშუალებები. გავაკეთეთ რეფლექსია. დღე გამოვიდა საინტერესო. კიდევ და კიდევ მადლობას ვუხდი ჩვენს მწვრთნელს, ქალბატონ ხათუნას!
Subscribe to:
Posts (Atom)